განახლებადი ინფორმაცია უკრაინაში შექმნილი რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე (24.02-09.03.2022)
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს მეორე მსოლფიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული გლობალური უსაფრთხოების სისტემისათვის და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებასა და ბირთვულ გაუვრცელებლობას. აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, და სხვა მსოფლიოს ლიდერების შეფასებით, რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და უსამართლო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ომის პირობებში იყენებს დეზინფორმაციის კამპანიას და ცდილობს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი საერთაშორისო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს მცდელობა მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს წინააღმდეგ, რაც კითხვის ქვეშ აყენებს სააგენტოს წევრი ქვეყნის კონტროლის ქვეშ არსებული სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ენერგეტიკული ობიექტებისა და ბირთვული მასალების უსაფრთხოებას. სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე რუსეთმა დაიწყო უკრაინაში არსებული ბირთვული მშვიდობიანი ობიექტების ოკუპაცია.
გვერდი 4 სულ 4