Thomas Jonter, 2006-2020

saerTaSoriso-birTvuli-arqiteqtura_tomas-ionteri_geo-with-cover

წარმოდგენილ ლექციათა კრებულის ავტორია სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი თომას იონტერი (შვედეთი). ლექციები ქართულ ენაზე ითარგმნა 2020 წ და გამოსაცემად მოამზადასამოქალაქო საბჭომ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში მის მიერ განხორციელებული პროგრამის, „საქართველოში ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში განათლების და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, შევედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით.

ლექციათა კრებულის გამოცემის მიზანი არის 2007 წელს, ამავე ავტორის, თომას იონტერის, ენე ჰაკანსონთან თანააავტორობით გამოცემული სასწავლო სახელმძღვანელოსთვის, „ბირთვული გაუვრცელებლობა და ბირთვული გარანტიები“, დამატებითი თავის მომზადება.

წინამდებარე გამოცემა, ისევე როგორც 2007 წლის სახელმძღვანელო, განკუთვნილია როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ბირთვულ ინდუსტრიასა და კვლევებში დასაქმებული ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობენ ბირთვული გაუვრცელებლობის და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე.

For Georgian version, please click here

Ane Håkansson, Thomas Jonter, June 2007

Thomas_Jonter_Text_Book_2007_Bookmarks

წარმოდგენილი სახელმძღვანელო “რა არის ბირთვული გაუვრცელებლობა და ბირთვული გარანტიები“ პირველად გამოიცა შვედეთში 2007 წელს და წარმოადგენს ბირთვული გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმის ჩამოყალიბების მოკლე ისტორიას. ის შეიქმნა სტოქჰოლმისა და უფსალას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პროექტის საფუძველზე, და გამოყენებული იყო როგორც სასწავლო კურსის სახლმძღვანელო უფსალას უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში რამოდენიმე წლის მანძილზე. სახელმძღვანელო ასახავს შევდეთში ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკის განვითარების და ბირთვული გარანტიების განხორციელების მნიშვნელოვან ასპექტებს.

ქართველი მკითხველისათვის სახელმძღვანელო საინტერესო საკითხავი და პრაქტიკულად გამოსაყენებელი იქნება. აღნიშნული ნაშრომის გამოცემა ხელს შეუწყობს საქართველოში ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებით მეტ დაინტერესებას და შესაბამისად, ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში სასწავლო და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადება და გამოქვეყნება ქართულ ენაზე შესაძლო გახდა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭრით.

For Georgian version, please click here

Dr. Thomas Jonter, 1/10/20 Lecture: Deterrence in a Multipolar World