მიმართვა - შავი ზღვის ქალთა ქსელი ბირთვული უსაფრთხოებისთვის
შავი ზღვის ქალთა ქსელი ბირთვული უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს პროფესიულ გაერთიანებას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბირთვულ სექტორში გენდერულ თანასწორობას და ქალთა ჩართულობის გაზრდას, თანასწორი და მხარდამჭერი გარემოს შექმნას. ქსელის მისიაა ერთმანეთთან დააკავშიროს, დაეხმაროს და გააძლიეროს ქალები, რომლებიც მუშაობენ ბირთვული ენერგიისა და რადიაციის სფეროში, ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებზე. ქსელი აერთიანებს ქალებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროდან, ქსელის წევრები არიან სამთავრობო, არასამთავრობო, აკადემიური, თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ქალთა გამოცდილების გაზიარება, მენტორობა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა ქსელის ერთ-ერთ მთავარი ფუნქცია.
განახლებადი ინფორმაცია უკრაინაში შექმნილი რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე (24.02-18.03.2022)
გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს უკრაინასთან ომში?
უკრაინის ომის დაწყებისთანავე საერთაშორისო მედიაში საუბარი დაიწყო რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების გაზრდილი რისკის შესახებ. ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რომელთაგან რამდენიმე წინ უსწრებდა საომარი მოქმედებების დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე.
განახლებადი ინფორმაცია უკრაინაში შექმნილი რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე (24.02-09.03.2022)
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს მეორე მსოლფიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული გლობალური უსაფრთხოების სისტემისათვის და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებასა და ბირთვულ გაუვრცელებლობას. აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, და სხვა მსოფლიოს ლიდერების შეფასებით, რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და უსამართლო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ომის პირობებში იყენებს დეზინფორმაციის კამპანიას და ცდილობს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი საერთაშორისო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს მცდელობა მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს წინააღმდეგ, რაც კითხვის ქვეშ აყენებს სააგენტოს წევრი ქვეყნის კონტროლის ქვეშ არსებული სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ენერგეტიკული ობიექტებისა და ბირთვული მასალების უსაფრთხოებას. სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე რუსეთმა დაიწყო უკრაინაში არსებული ბირთვული მშვიდობიანი ობიექტების ოკუპაცია.
Page 4 of 4