უსაფრთხოება ზაპოროჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე
2023 წლის 1 სექტემბერს შესრულდა ერთი წელი მას შემდეგ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი, პირველად ეწვია ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურს (ZNPP) და დააარსა IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპორიჟიაში (ISAMZ). გასული პერიოდის მანძილზე IAEA-ის ექსპერტების მუდმივი ყოფნა ZNPP-ში მნიშვნელოვანი იყო ბირთვული ავარიის ალბათობის შესამცირებლად, ასევე, სიტუაციის სტაბილიზაციისა და მსოფლიოს ინფორმირებისთვის ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობის შესახებ.
მთელი ერთ წლის მანძილზე IAEA-ს და მის გენერალურ დირექტორს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ის „მამაცი“ პერსონალი ჰყავს, რომელიც მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს როგორც უკრაინის ZNPP ბირთვულ ელექტროსადგურზე, ისე ჩერნობილის ობიექტზე. ამ პერიოდში უკვე მეათე როტაცია განხორციელდა ZNPP-ზე. 2023 წლის 3 აგვისტოს, წინა როტაციის პერიოდში, IAEA-ის ექსპერტებს მიეცათ წვდომა მე-3 და მე-4 რეაქტორის სახურავებზე, ასევე ტურბინის დარბაზების სახურავებზე, რამაც მათ საშუალება მისცა, დაედასტურებინათ, რომ იქ ნაღმები ან ასაფეთქებელი ნივთიერებები არ იყო განთავსებული. ISAMZ-ის გუნდი, ასევე, მოელოდა ნებართვას დარჩენილი ოთხი რეაქტორის სახურავების შესამოწმებლად; თუმცა, ჯერჯერობით ასეთი წვდომის უფლება ექპსერტებს ჯერ არ მიეცათ.
გენერალურმა დირექტორი, გროსი, ადასტურებს IAEA-ის ექსპერტებისთვის დროული წვდომის მინიჭების მნიშვნელობას ZNPP-ში, რათა მათ გააკონტროლონ ბირთვული ობიექტის ფუნქციონირებისას სრული შესაბამისობა ძირითად პრინციპებთან.
დღეისათვის IAEA-ს ექსპერტები აკვირდებიან აფეთქებების ხმას და აგრძელებენ იმ სამხედრო მოქმედების მონიტორინგს, რომელიც მიმდინარეობს ZNPP-დან ახლო მანძილზე. 2023 წლის 23 აგვისტოს ISAMZ-ის გუნდს აცნობეს, რომ დრონი დაეჯახა საცხოვრებელ კორპუსს ენერჰოდარში და რომ მსხვერპლი ამ შემთხვევას არ მოჰყოლია.
ZNPP-ის მე-6 ბლოკი რჩება ცხელ გამორთვაში, ხოლო 1-5 ერთეულები რჩება ცივი გამორთვის ეტაპზე. უკრაინის ეროვნულმა მარეგულირებელმა - SNRIU-მ - გასცა მარეგულირებელი ბრძანება ექვსივე ერთეულის ფუნქციონირების შეზღუდვის შესახებ ცივ გამორთვამდე.
გარდა ამისა, ორთქლის გენერატორზე ჩატარებული ტექნიკურ სამუშაოებთან ერთად ობიექტზე მიმდინარეობს სხვა ტექნიკური სამუშაოები რეაქტორის ბლოკების უსაფრთხოებისა და ელექტრო სისტემების გარშემო.
ბირთვულ რეაქტორზე მომუშავე ექსპერტთა გუნდი ადასტურებს, რომ ტექნიკური პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდა - ამჟამად, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით ერთი მესამედი პერსონალი მუშაობს, რაც კიდევ უფრო ართულებს ობიექტის ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სტრუქტურებისა და კომპონენტების შეუჩერებელ მუშაობას. ZNPP-ის ცნობით, მათ დაიქირავეს ახალი თანამშრომლები; თუმცა, მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ ტრენინგის დასრულებისათვის და ადგილზე მუშაობისთვის საჭირო გამოცდილების მოსაპოვებლად.
ამ დროისათვის ZNPP-ის დიდი გამაგრილებელი აუზი და მისთვის წყლის მიწოდების ძირითადი წყარო - ზაპორიჟიას მიმდებარე თბოელექტროსადგურიდან (ZTPP) გამომდინარე წყალი - გამართულად მუშაობს. ZNPP-ის გამაგრილებელი აუზის სიმაღლე აგრძელებს შემცირებას დაახლოებით ერთი სანტიმეტრით დღეში, ხოლო ZTPP-ის შესასვლელი არხიდან წყალი რეგულარულად ჩაედინება მის გამონადენ არხში, რათა კომპენსირება გაუწიოს გაგრილებისთვის გამოყენებული ან ბუნებრივი აორთქლების შედეგად დაკარგულ წყალს.
წყლის დანაკლისის ასანაზღაურებლად ზაპორიჟიას ბირთვული ობიექტის წყალსატევებთან ახლოს გრძელდება ჭაბურღილების მშენებლობა; უკვე გაიბურღა მეოთხე ჭა და ოთხივე მუშაობს. ZNPP-მ აცნობა ISAMZ-ს, რომ უახლოეს მომავალში აპირებს სულ 10-12 ჭაბურღილის აშენებას სპრინკლერის აუზების ირგვლივ, რაც შემდეგ გახდება გამაგრილებელი წყლის ძირითადი წყარო ექვსი გამორთული რეაქტორის ბლოკისთვის და დახარჯული საწვავის გამაგრილებელი აუზებისთვის.
IAEA-ისს გუნდი კვლავ აგრძელებს რეგულარულ მონიტორინგს ადგილზე. ბოლო ათი დღის განმავლობაში ექსპერტებმა მოინახულეს: მთავარი საკონტროლო ოთახი, საგანგებო სიტუაციების მართვის ოთახი და 1-ლი განყოფილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ოთახები, ასევე რეაქტორის დარბაზი, მთავარი ტუმბოები, ორთქლის გენერატორები და უსაფრთხოების სისტემის ოთახები; მე-4 განყოფილების მთავარი საკონტროლო ოთახი, საგანგებო სიტუაციების მართვის ოთახი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ოთახები; კონტროლდება ობიექტის პერიმეტრი და რადიაციული მონიტორინგის ორი სადგური ადგილზე.
ამ საქმიანობის დროს, გუნდმა დააფიქსირა სამხედრო სატვირთო მანქანების არსებობა პირველი დანაყოფის ტურბინების დარბაზში, მაგრამ მათ არ დააფიქსირეს ნაღმები ან ასაფეთქებელი ნივთიერებები, გარდა ადრე მოხსენებულისა.
გარდა ამისა, 2023 წლის 25 აგვისტოს ჯგუფმა მოინახულა ZNPP-ის 750 კილოვოლტიანი (კვ) ღია გადამრთველი სადგური და დააფიქსირა, რომ ყველა სარემონტო სამუშაო დასრულდა და ობიექტი ემზადება ზამთრისთვის. 750-კილოვოლტიანი ტერიტორიის გარეთ არსებული ოთხი ელექტროგადამცემი ხაზიდან მხოლოდ ერთი რჩება მოქმედი, თუმცა, ბოლო დროს, 10 აგვისტოს, ეს ელექტროგადამცემი ხაზი ორჯერ გაითიშა, რის გამოც ობიექტს მოუხდა სარეზერვო - 330 კვ ხაზის - გარე ელექტროენერგიის გამოყენება.
IAEA-ის ექსპერტები აგრძელებენ უკრაინის სხვა ბირთვულ ელექტროსადგურებსა და ჩერნობილის ობიექტზე დაკვირვებას. IAEA სექტემბერში განახორციელებს როტაციას რივნეს, ხმელნიცკის და სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე.
გამოყენებული წყაროები:
Update 181 - IAEA Director General Statement on Situation in Ukraine 85/2023, 01.09.2023. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-181-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine